„ეპიდვითარება მძიმდება, თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში პიკში შევალთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა,  პიკს ვერ ავცდებით.   

„ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. თითქმის იგივე პროცესები მეორდება, რაც გვქოდნა ოქტომბრის პირველ ნახევარში. თუ რეკომენდაციებს მკაცრად არ დავიცავთ, ვერ ავცდებით ვითარების გაუარესებას და მიმდინარე თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში მივაღწევთ პიკს. გაფრთიხლებთ იმიტომ, რომ შემდგომი დამძიმების და კლინიკური სექტორის გადატვირთვის პრევენცია გავაკეთოთ“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბოლო 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა და 818 დაინფიცირდა.  

მსგავსი თემები