1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიის ყველაზე საამაყო და ტრაგიკული თარიღია, 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართეს.
მერაბ მიერ წარმოთქმული სიტყვა 1989 წლის 9 აპრილს:
„საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ – ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ღვრაში პირველად ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.
გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.“