ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ევროპელი მეგობრები მედიაციისკენ იხრებიან ევროკავშირის მხარე, დიალოგის ალტერნატიულ წინადადებას წარმოადგენს.
„პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე, ძალიან სერიოზული განაცხადი იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან. ეს არის ორი განსხვავებული რამ. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე“ – განუცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეტალურად განიხილეს.