ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია აცხადებს, რომ გარკვეულ კომპრომისზე წავლენ.
„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან.
ვაშაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ „პოლიტიკური პატიმრების“ თემა ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს.
„დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ სერიოზული წინსვლა გვექნება. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს,“- აღნიშნა ვაშაძემ.