„დავინახე, საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს როგორ ჩაარტყა ქვა“ – გიორგი შაქარშვილის საქმე

ტრაგიკული დღის იუბილარი ანა გაბეჩავა, მის დაბადების დღეზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას სამართალდამცველებთან იხსენებს და ყველა როგორ დაიწყო ჩხუბი. იუბილარის თქმით, სანამ “საბურთალოელები” მივიდოდნენ, დაბადების დღე მხიარულად გრძელდებოდა.

„წვეულება კარგად მიდიოდა ძალიან, სანამ “საბურთალოელები” მოვიდოდნენ. არაფერი არ არეულა. ყველაფერი კარგად იყო. ვერთობოდით. როცა “საბურთალოელები” მოვიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, კოკო ღიბრაძეს თითქოს ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა და „დიჯეი“-თი მიმართა. როდესაც გავედი, კიბესთან იდგა ნიკა ხეჩოშვილი და საბა ჩხარტიშვილი. დავინახე, როგორ ჩაარტყა ქვა. საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს…. ეს იყო პირველი ჩხუბი, კიბის ეპიზოდი.  ასევე, ვნახე ვახო ჩიქოვანი ძლიერ ნაცემი“ – ყვება ანა გაბეჩავა.

მსგავსი თემები