პროგრამის წარმატების მიუხედავად საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების არეალში ხვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების არეალში ხვდება და მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ მათ აქვს ეს სენი.

როგორც ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, 80 ათასამდე ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, “საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მთავარი მიზეზი საინექციო ნარკომანიაა. ასევე. სისხლის გადასხმის ისტორია და არასტელირული სამედიცინო ჩარევები”,.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, საქართველოს ჰყავს ექიმების ძლიერი გუნდი და სახელმწიფო მხარდაჭერა, რის გამოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესრულებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

28 ივლისს, საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია – STOP C – დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან.

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულების 98 %-ი განიკურნა.

მსგავსი თემები