აღდგომის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები საპატრიარქოს პოზიციას ელოდებიან

დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, დაწესდება თუ არა მკაცრი შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პოზიციები საპატრიარქოსთან შესაჯერებელია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ საკითხზე  მსჯელობა  მიმდინარეობს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, როგორც შარშან, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა რომ  ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. ასევე,  დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები