შოთა არველაძის გუნდში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

ტაშკენტის „ფახთაქორში“, რომელსაც ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ავარჯიშებს, კორონავირუსი ხუთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა. გუნდი მთლიანად იზოლაციაშია გადაყვანილი.

(Tribuna.uz) ცნობით, შემოწმება ჩაუტარდათ „ფახთაქორის“ დანარჩენ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა თანამშრომლებს. ტესტების შედეგები ორშაბათს, 20 ივლისს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც შესაძლოა, სხვა ზომებიც იქნას მიღებული.

„ფახთაქორს“ უზბეკეთის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ტაშკენტელებს მომდევნო მატჩი 23 ივლისს, სტუმრად, „კოკანდ-1912“-თან ელით, თუმცა, შესაძლოა, კალენდარში ცვლილებები შევიდეს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის 22 ივლისს „აგმკ“-სა და ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მატჩის ჩატარებაც, რადგან 13 ივლისს „ფახთაქორმა“ სწორედ „აგმკ“-სთან ითამაშა და არსებობს რისკი, რომ მატჩის დროს ალმალიკელი ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ.

მსგავსი თემები