„ბცჟ“ – ვაქცინა ვიზუალურად პატარა ფორმისაა, რაც ხშირად „ყვავილის“ ვაქცინაში ერევათ“ –  თამარ ობგაიძე

„ბოლო დღეებში გაჩნდა კითხვა, 80 – იან წლებამდე ჩატარებული ვაქცინის კვალი არის თუ არა „ბცჟს“ ვაქცინა? – ეს არის „ყვავილის” აცრა, რომელიც გამქრალია დედამიწიდან“ – ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ობგაიძემ აღნიშნა, რომ  მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა „ბცჟ“ აცრასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად ე.წ ყვავილის აცრაში ერევათ.

„ბვჟ“ – აცრა პატარა ფორმისაა და მკლავის ზედა არეში კეთდება. საზოგადოებას ეს აცრა „ყვავილის“ აცრაში ერევა, რომელის 80 – იან წლებამდე ტარდებოდა და დღეს საერთოდ გაქრა დედამიწიდან. „ყავილის“ ვაქცინა არის დიდი და გაშლილი ფორმის, „ბცჟ“ აცრა კი მცირე ზომისაა და დღეს ყველა ახალშობილს უტარდება, ვიდრე სამშობიაროდან გამოწერენ“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები