„ბცჟ“ – აცრა არ ტარდება იტალიაში, საფრანგეთში გერმანიაში. არასოდეს ჩატარებულა აშშ – ში“ – თამარ ობგაიძე

„ბეცეჟეს“ აქვს განსაკუთრებული უნარი იმოქმედოს იმუნურ ძალებზე და გაუმკლავდეს დაავადებებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განაცხადა.

ობგაიძე ვაქცინის განსაკუთრებულ თვისებებზე საუბრობს და იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენება ხდება. თამარ ობგაიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნები, სადაც ვირუსი განსაკუთრებით გააქტირუდა „ბცჟ“ აცრას არ იყენებენ.

„ამ აცრას იყენებს თითქმის ყველა პოსტს საბჭოთა ქვეყანა, ტარდება სამხრეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე მონაკოში. არ ტარდება იტალიაში, საფრანგეთში გერმანიაში. არასოდეს ჩატარებულა აშშ – ში.

„ბეცეჟეს“ აქვს განსაკუთრებული უნარი იმოქმედოს იმუნურ ძალებზე და გაუმკლავდეს დაავადებებს, სხვათაშორის უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი სიმსივნური დაავადების დროს „ბეცეჟეს“ ვაქცინა გამოიყენება, ამიტომ წამოიჭრა ეს საკითხი კორონასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ნაწილობრივ ამართლებს და დაიწყო ამაზე კვლევა. უტარდება ინფიცირებულ ადამიანებს ვაქცინაცია და ვნხავთ რა იქნება შედეგი. აღნიშნულ ვაქცინაზე „მელბურნის კლინიკაში“ მედპერსონალზე ცდები დაიწყო, ესაა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ახასიათებს ანტივირუსული თვისებები“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ობგაიძის თქმით, სამედიცინო პერსონალს გაუკეთეს აცრები და აკვრდებიან რა შედეგებს მოიტანს.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები