„ყველა, ვინც ნებისმიერი სახელწიფოს, ამ შემთხვევაში სირიის ტერიტორიაზე არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს. ეს ყველა ქვეყანას ეხება”, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, სირიიდან სამხედრო წარმომადგენლობა გამოიყვანოს, თუ ამას ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა მოითხოვს და მათი დახმარება აღარ დასჭირდება.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა.