ბოტანიკურ ბაღში, “პურის ფესტივალი” მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ბოტანიკურ ბაღში “პურის ფესტივალი” მიმდინარეობს. 

„პურის ფესტივალი“ თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნა, სადაც გაცოცხლებული იყო პურის ცხობის ძველი ტრადიციები. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია; ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის პური და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში, დაათვალიეროს შემეცნებითი ილუსტრაციები ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ფესტივალი ორდღიანია და ხვალ, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება.

მსგავსი თემები