1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან – მერიის გადაწყვეტილება

  •  

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე.

“ქალაქის მერიის ინიციატივით, ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელიც მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე.

იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები, მათ ნაწილს ეგონა, 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდიც სწორედ ამ ვადამდე იყო. მძღოლები გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხისა და ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტის ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმა მოეხსნებათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს განაცხადა, რომ მერია დაჯარიმებული “ტაქსისტებისთვის” ჯარიმის ჩამოწერას არც განიხილავდა.

მსგავსი თემები