საქართველოს გზებზე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს  

ტურისტული სეზონისთვის საქართველოს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გზატკეცილებზე ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება თბილისი-სენაკი ლესელიძის გზის ცალკეული მონაკევთებისა და სამტრედია-ლანჩხუთის დამაკავშირებელ გზაზე.

მათივე თქმით, გზების ჰორიზოტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.

მსგავსი თემები