ცესკო-ს, მომავალ წელს 72 მილიონი ლარით დააფინანსებენ

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 72 569 700 ლარით დაფინანსდება.

მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ღონისძიებების დასაფინანსებლად 42.7 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. 14.3 მილიონი ლარით კი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება იგეგმება.

ცესკო-ს ბიუჯეტი 2018 წელს 77.2, 2019 წელს კი 27.5 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი თემები