„ევროპულმა საქართველომ“ პროკურორობის კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელა

  •  

საპარლამენტო ოპოზიცია ახალი პროკურორის შერჩევაში ჩართულობას ითხოვს და მოკლული დავით სარალიძის მამას და საზოგადოებას პროკურორობის კანდიდატად ადვოკატ შალვა შავგულიძის კანდიდატურას  სთავაზობს.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, შალვა შავგულიძე ყველას პროკურორი იქნება და ვერავინ, ვერც ერთი სისტემა ვერ შეაშინებს.

“ხელისუფლების განზრახვაა, ახალ პროკურორი ქართული ოცნების ოფისში, დახურულ კარს მიღმა შეირჩეს და შემდეგ, ე.წ. საპროკურორო საბჭოზე იყოს მოწონებული. ეს ყველაფერი წავიდეს იუსტიციის მინისტრთან, რომელიც მადლობას უხდის პროკურორ შოთაძეს და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს პარლამენტში “ქართული ოცნების” უმრავლესობის კენჭისყრით. ჩვენი ვალდებულებაა არ დავუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ​ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას რომელსაც ზაზა სარალიძე აჟღერებს. გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც საშუალება მოგვცემს დავანგრიოთ ეს დახურული სისტემა. სწორედ ამიტომ, მინდა შევთავაზო მთავარი პროკურატურის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე. ამ კანდიდატურას ვთავაზობ საზოგადოებას, ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმკლულ მშობელს. ის იყო სანდროს გირგვლიანის ადვოკატი, რომელსაც არ ეშინია და შეუძლია სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – განაცხადა დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები