“მასთან მიმუშავია, კარგი იურისტი და კარგი ადამიანია” – ზაქარია ქუცნაშვილი შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე

საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილი და აცხადებს, რომ ის პატიოსანი იურისტია და თავისუფალია იმ კლიშეებისგან, რომელიც ზოგიერთ სფეროს ახლავს. “შალვა ძლიერი იურისტია. მას აქვს კარგი პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში, ენერგიული ადამიანია, პატიოსანი იურისტის და ბუნებრივია, თავისუფალია იმ კლიშეებისგან, რა კლიშეებიც ზოგიერთ სფეროში მომუშავე ადამიანს ახლავს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, იგი ჯერჯერობით, ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ამბობს, რომ მის შესახებ მხოლოდ  დადებითის თქმა…

მეტი...

“მთავარი პროკურორის უნდა ეშინოდეთ ქურდებს, ყაჩაღებსა და მატყუარა პოლიტიკოსებს” – ზაქარია ქუცნაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი პროკურორი უნდა იყოს პრინციპული და შეუვალი ადამიანი, მისი უნდა ეშინოდეთ ქურდებს, ყაჩაღებსა და მატყუარა პოლიტიკოსებს, ხოლო მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მთავარი პროკურორი იქნება შეუვალი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო არის მეგობრებისა და ნათესავების სამშობლო და აქ რთულია იყო მთავარი სისხლის სამართლის დევნის ორგანოს ხელმძღვანელი. “სამართლებრივი დევნის დაწყებისა და დამთავრების უფლება საქართველოში მხოლოდ პროკურატურას აქვს, თუმცა ამ უფლებების აღსრულება იმ მემკვიდრეობით, რაც წინა ხელისუფლებისგან გვაქვს ადვილი არ არის. გამოსაძიებელია ბევრი საქმე, ზოგიერთი საქმის მიმართ ძალიან ბევრი…

მეტი...

„ევროპულმა საქართველომ“ პროკურორობის კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელა

საპარლამენტო ოპოზიცია ახალი პროკურორის შერჩევაში ჩართულობას ითხოვს და მოკლული დავით სარალიძის მამას და საზოგადოებას პროკურორობის კანდიდატად ადვოკატ შალვა შავგულიძის კანდიდატურას  სთავაზობს. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, შალვა შავგულიძე ყველას პროკურორი იქნება და ვერავინ, ვერც ერთი სისტემა ვერ შეაშინებს. “ხელისუფლების განზრახვაა, ახალ პროკურორი ქართული ოცნების ოფისში, დახურულ კარს მიღმა შეირჩეს და შემდეგ, ე.წ. საპროკურორო საბჭოზე იყოს მოწონებული. ეს ყველაფერი წავიდეს იუსტიციის მინისტრთან, რომელიც მადლობას უხდის პროკურორ შოთაძეს და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს პარლამენტში “ქართული ოცნების” უმრავლესობის კენჭისყრით. ჩვენი ვალდებულებაა არ დავუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ​ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას რომელსაც ზაზა სარალიძე აჟღერებს. გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც საშუალება…

მეტი...