დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება. ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:
ევრო 2024, 18 ივნისი: თურქეთი – საქართველო 20:00; 22 ივნისი: საქართველო – ჩეხეთი 17:00; 26 ივნისი: საქართველო – პორტუგალია 23:00.