ნაცემი სტუდენტი ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

თსუ-ს კორპუსთან თავდასხმის შედეგად ნაცემი სტუდენტი ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მანაგაძე, ამბობს უწყებაში დღეს საღამოს უნდა მივიდეს, თუმცა მას არა აქვს იმედი, რომ დამნაშავეებს დასჯიან.

 „დღეს საღამოს ვაპირებ, მივიდე პოლიციის განყოფილებაში, სადაც უნდა ჩავაბარო ის ტანსაცმელი, რომელიც თავდასხმის დღეს მეცვა და რომელსაც აღენიშნება სისხლის კვალი და ასევე მივცე უფრო დაწვრილებით ჩვენება გამომძიებლებს. თუმცა, ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ფორმალობა, იმიტომ, რომ რეჟიმი, ცხადია, არ დასჯის თავის თავს. როგორც ვიცი თავდასხმაში მონაწილე 5 პირიდან არცერთი არ არის არათუ დაკითხვაზე დაბარებული, არამედ იდენტიფიცირებულიც კი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ წუთამდე დაზარალებულადაც კი არ ვარ ცნობილი, უკვე ყველაფერზე მეტყველებს“ – ამბობს მანაგაძე.

21 წლის სტუდენტს უნივერსიტეტის კორპუსთან რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა.

მსგავსი თემები