ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, ხვალ, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. უმრავლესობის წევრების  განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი,მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

 

 

მსგავსი თემები