გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. Der Spiegel-ის ცნობით, ბერბოკმა გააჟღერა მოწოდება საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაზე საჰაერო თავდაცვის სფეროში. გამოცემის ცნობით, მინისტრის მოგზაურობა ხარკოვში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა. ღამით ხარკოვი მორიგი თავდასხმის ქვეშ იყო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ სტუმრობს.

,,უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის მასიური თავდასხმების და ხარკოვის რაიონში რუსეთის შეტევის გამო”, – თქვა ბერბოკმა.

მსგავსი თემები