ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თაკო ჩარკვიანიც გააძევა

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან თაკო ჩარკვიანიც გააძევა. ჩარკვიანის განცხადებით, ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება ღარიბაშვილის მამის დაუსაბუთებელ ქონებაზე არსებული შეკითხვების ხსენებას მოჰყვა.

დილიდან ოხანაშვილი კომიტეტიდან აძევებს ყველას, ვისი განცხადებაც არ მოეწონება. ჩარკვიანამდე გააძევეს ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და გიორგი ვაშაძე.

 

მსგავსი თემები