უკრაინული მხარე კმაყოფილი იქნება თუ პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში შედგება

უკრაინული მხარე კმაყოფილი და მადლობელია თურქეთის, რომელმაც რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში არსებითი წვლილი შეიტანა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, მიესალმებიან, თუ ორი პრეზიდენტის შეხვედრის მასპინძელი მხარეც თურქეთი იქნება.

როგორც კულება განმარტავს, პრეზიდენტმა ერდოღანმა მოლაპარაკებისთვის სწორი ატმოსფერო შექმნა.

„მადლობელი ვართ თურქეთის პრეზიდენტის ძალისხმევისთვის. სწორედ იმის წყალობით, რომ პრეზიდენტმა პირადად მიაქცია ყურადღება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებას და შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა. დიპლომატიური ენით, ეს არის  სწორი ატმოსფეროს შექმნა მოლაპარაკებებზე. რადგან მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებამდე.  თუ პრეზიდენტი ერდოღანი  მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას, მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

მსგავსი თემები