,,ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება”- რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად ავრცელებს სიცრუეს.

ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტში სხვა მესიჯებს გააჟღერებს.

,,ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს”, – წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, ხვალ, 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.

 

მსგავსი თემები