„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ისევ დაპირისპირებაა

სოფელ გუმათში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ისევ გრძელდება. ამჯერად, აქციის მონაწილეები მშენებელი კომპანია „ენკას“ ბაზასთან არიან მობილიზებულები. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

აქციის მონაწილეები კომპანიის ავტომანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და ამას იმით ხსნიან, რომ კომპანიის მოთხოვნით აქციის მონაწილეებს არ აძლევენ „ნამხვანისკენ“ გადაადგილების უფლებას.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც კი გააკეთეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკამ“ მშენებლობა ვერ უნდა გააგრძელოს.

მსგავსი თემები