პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა.

,,თქვენი ხელახალი არჩევა არის რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის სრული დემონსტრირება” – თქვა სი ძინპინმა Xinhua News-ის ცნობით.

ჩინეთმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კრიტიკა უკრაინაში ომის მიმართ გაძლიერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი ამზადებენ “რამდენიმე შეხვედრას” სი ძინპინსა და პუტინს შორის წელს.

 

მსგავსი თემები