,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ამ უკანონო ქმედებებზე”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას განაცხადა.

,,ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები