„ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას აღიარებს, ცეცხლთან თამაშისთვის დაიწვება“ – ოფიციალური ჩინეთი

„რაც უფრო ძლიერი იქნება ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი ერთგულება, მით მეტი იქნება სრუტის მიღმა მშვიდობის გარანტია“- აცხადებს ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი.

როგორც ვანგ ი-მ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ტაივანის სამშობლოდან გამოყოფას არასდროს დაუშვებენ.

„ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ ნათელია – ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობიანი გაერთიანებისთვის უდიდესი გულწრფელობით. ჩვენი საბოლოო აზრი ასევე საკმაოდ ნათელია – ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტაივანის სამშობლოს გამოყოფას. ვინც მსოფლიოში დაუჭერს და მხარს უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“, დაიწვება ცეცხლთან თამაშის გამო და დააგემოვნებს საკუთარი საქმის მწარე ნაყოფს.

ჩინეთი ყველას მოუწოდებს, ჩინეთის ერის ინტერესები დაიცვას

„ჩინური წარმოშობის ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას ჩინეთის ერის საერთო ინტერესები, ერთობლივად დაუპირისპირდეს “ტაივანის დამოუკიდებლობას” და მხარი დაუჭიროს მშვიდობიანი გაერთიანებას. ჩინეთი და მისი მეზობელი ქვეყნები ყოველთვის იქნებიან ერთმანეთის გვერდით, აზია კი ჩვენი საერთო სახლია. უკეთეს ადგილად ქცევა რეგიონის ყველა ქვეყნის საერთო იმედია“ – აცხადებს ვანგ ი.

მსგავსი თემები