იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ პრეზიდენტის ვეტო არ გაითვალისწინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტით მნიშვნელოვნად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები. სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება უფლებამოსილება შექმნას კომისია, რომელიც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს წარუდგენს. პრეროგატივა კანონის ამოქმედების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის.

მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაძლევს.

მსგავსი თემები