ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდეს და მათ კითხვებს უპასუხოს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული.

ზურაბ აზარაშვილსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი თემები