საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

„დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უმასპინძლა. ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ვკითხულობთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში.

რაც შეეხება დავით სუჯაშვილს, ის უკვე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

მსგავსი თემები