„თვითმკურნალობას არავითარ შემთხვევაში მიმართოთ“ – ექიმების გაფრთხილება

სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულებს მიმართავენ  და აფრთხილებენ, რომ თვითმკურნალობა არ ჩაიტარონ, რადგანაც, საკუთარ ჯანმრთელობას დაიზიანებენ.

როგორც პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, არის მსგავსი შემთხვევები, როცა ინფიცირებულები ანტიბიოტიკებს თვითნებურად იღებენ.

„მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს ერთი რამ, არავითარ  შემთხვევაში არ უნდა მიმართონ თვითმკურნალობას. ეს არის ძალიან, ძალიან მთავარი და საყურადღებო სეგმენტი. თვითმკურნალობა არის საკუთარი თავის დაზიანება და დამატებითი დარტყმის მიყენება ორგანიზმისთვის. ამიტომ, ექიმის გარეშე, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკების გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში, მდგომარეობა არა თუ გამოსწორდება, არამედ, დავამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები