,,თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას გაანადგურებს”- დევიდ პეტრეუსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსის დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.

მისივე თქმით, „პუტინი სასოწარკვეთილია“, რადგანაც უკრაინის ძალების აღმოსავლეთში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ.

„უბრალოდ რომ შეგიქმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა – ჩვენ ვუპასუხებდით ნატო-ს კოლექტიური ძალისხმევით, რომლის ფარგლებშიც გავანადგურებდით კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც დავინახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა პეტრეუსმა.

 

 

 

მსგავსი თემები