საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინიდან გამოწვეული ელჩის თემაზეც ისაუბრა და მისი უკან დაბრუნება მოითხოვა.
„არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, ყოველწლიური ანგარიშიც ფორმატში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს.