,,რეზოლუციის თანახმად, თურმე სააკაშვილს თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და დავსაჯოთ ივანიშვილი, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ”- წულუკიანი

,,თურმე სააკაშვილს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი, ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

„ყველამ ვიცით, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი გახლავთ დეპუტატი მიქსერი. მიქსერმაც კი თავისივე შექმნილ რეზოლუაციას მხარი არ დაუჭირა. ამ ტექსტში შევიდა ისეთი ცვლილებები კუბილიუსის და კიდევ სხვა მსგავსი უპასუხისმგებლო დეპუტატების მხრიდან, რომ თავად მიქსერმა მხარი არ დაუჭირა თავისივე ტექსტს. უპრეცედენტო ფაქტი შედგა. არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, მე ამ რეზოლუციას სერიოზუალად ვერ აღვიქვამ, რადგან ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს – თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და არაერთი გარდაცვლილი ადამიანი ვიცით. თურმე ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლემენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, უბრალოდ არავითარი ფასი და წონა არ აქვს ჩვენს თვალში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები