„შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება“ – ირმა ინაშვილი

“ეს ფაქტი და მსგავსი ფაქტები არანაირ სიკეთეს არ მოუტანს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს” – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსი ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლით გამოწვეული მოვლენების შეფასებისას.

როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, ის, რაც მოხდა, ქართულ ტრადიციებსა და ზნეობას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო „რუმსთან“, „ვინოტელთან“ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი. ეს ხალხი ვინ არის? დიდი ხანია, ეს ხალხი ქართველები აღარ არიან“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისივე შეფასებით, ის, ვინც მსგავსი საქციელი ჩაიდინა, მონური ფსიქოლოგიის ხალხია.

„ ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან. როცა იქამდე დაეცემი, რომ თუნდაც შენთვის მიუღებელ ადამიანებს დაუყრი ღორის საკვებს, როცა იქამდე დაეცემი, რომ ახტები გრიბოედოვის ძეგლზე და დააზიანებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს, ამათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებით საქართველოს აერთიანებენ. ისე უნდა მოქმედებდე, ომშიც ისე უნდა იქცეოდე, რომ მოწინააღმდეგემ პატივი გვცეს. ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ან რა ჰგონიათ, ამ „ხუილოს“ ძახილით. შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება. როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“ – განაცხადა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, 41 სტუმართან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა, პროტესტისა და კვერცხების სროლის გამო, ის იძულებული გახდა, ჩარტერული რეისით უკან, მოსკოვში გაფრენილიყო.     

მსგავსი თემები