,,ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია”- როგორია კოსტა სანიკიძის მდგომარეობა

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მომღერლისს, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, კოსტა სანიკიძეს  დღეს პალატაში გადაიყვანენ

,,ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში, უკვე დატოვებს მალე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია”, – აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში, ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

მსგავსი თემები