„ეს მხოლოდ კრემლს ახარებს“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკანორ მელიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი პროცესები დემოკრატიას კრიზისში აგდებს.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტში არცერთი ქართული მხარე არ იქნება გამარჯვებული. ორივე მხრიდან სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

მსგავსი თემები