შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. 

“შვეიცარიის კონფედერაცია გახდა ევროპის მე-15 ქვეყანა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს: ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიას, ჩეხეთს, სლოვენიასა და კვიპროსს.

მსგავსი თემები