„მინდა შენთან ერთად სამუდამოდ ვიღიმოდე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი იუბილარია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 45 წლის გახდა. პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს:

„ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე ამ წლის განმავლობაში და ყოველთვის ვპასუხობ: არა, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი.

მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა, გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითისთვის, როგორც ამ ფოტოზე… გისურვებ ღიმილისთვის მეტი მიზეზი გქონდეს და შენ იცი ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველამ ვიცით.

საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე. მომეცი ეს შესაძლებლობა”,- წერს ოლენა ზელენსკმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები