13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუაა.

სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა რაც ძალადობის სავარაუდო ფაქტი მეშვიდე კლასელმა დედას უთხრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაბუის ძმა 13 წლის გოგოზე სექსუალურად თვეების განმავლოაბაში ძალადობდა და მოზარდს აშანტაჟებდა.

გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში,  15-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები