„ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“ – თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცი ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„კვირის პალიტრა“ მომხდარზე და ტრაგედიის ვერსიებზე გარდაცვლილი გოგოს ახლობელს ესაუბრა.

,,ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, ბავშვებმა გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, მზრუნველი მამა ჩანდა, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა“. – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები