რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 65 320 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 65 320 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 65 320; ​ტანკი – 2 537; ჯავშანტექნიკა – 5 205; საარტილერიო სისტემა – 1 599; სარაკეტო სისტემა – 366; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 187; თვითმფრინავები – 268; ვერტმფრენი – 242; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 241; საკრუიზო რაკეტები – 316; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 969; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 144.

მსგავსი თემები