მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, დაშავებულია  2 400-ზე მეტი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით 8 სექტემბერს 23:00 საათზე მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები.

მსგავსი თემები