ძლიერი ქარიშხალი ესპანეთში – დაიღუპა ხუთი ადამიანი

ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში და კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველებმა სამი მამაკაცის ცხედარი ტოლედოს პროვინციაში, მადრიდის სამხრეთით იპოვეს.

ამასთან, ეძებენ მამაკაცს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მადრიდის რეგიონში მოგზაურობდა. მათი მანქანა მდინარე ალბერშეს წყალმა წაიღო, თუმცა დაკარგული ოჯახის წევრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხეს.

დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ​​ადამიანი.

 

მსგავსი თემები