,,გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს რუსტემ უმეროვი.

„ამ კვირაში პარლამენტს მიმართავენ, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. მინდა, აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვმა სრულფასოვანი 550 დღე გაიარა, მასშტაბური ომი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს მას, ბატონ უმეროვს მეტი შესავალი არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას. შემოდგომა – გაძლიერების დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები