,,არაფერია გამორიცხული”- უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს.

„რაც შეეხება „ლეკლერკებს“, შეიარაღებული ძალების მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად ფასდება კოლექტიურად. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება. პირველი, რომ ეს არ არის ესკალაცია, მეორე, რომ მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე, რომ ის არ ასუსტებს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

მსგავსი თემები