“შემიძლია, წავიტრაბახო, ასეთი პროექტები ქალაქში არასდროს განხორციელებულა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი რამე თბილისში ჯერ არ მომხდარა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გაკეთება დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

“მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა რაიონში. შემიძლია წავიტრაბახო, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ერთდროულად ქალაქში არასდროს არ განხორციელებულა. ამას, რა თქმა უნდა, ახლავს თავისი დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია.

დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ სადაც შევდივართ, გვინდა, ძირეულად გავაკეთოთ სამუშაოები. თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებით, წყლის სისტემის გამართულობით, კეთილმოწყობითი სამუშაოებით”, – აცხადებს კალაძე. 

მსგავსი თემები