,,აშშ მიესალმება შეწყალებას”- კელი დეგნანი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას , ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ეხმიანება. მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ.

,,აშშ მიესალმება ამ შეწყალებას. ეს საქმე თავიდანვე იყო პრობლემატური. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ და საზოგადოების გახლეჩილობის შემცირებისკენ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები