“მწვანე სკოლის” მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და გავრცელების ნიშნები” – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის ოთარ ჩახუნაშვილის განცხადებით არასრუნლწლოვნის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, “მწვანე სკოლის” მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

მისი თქმით, აღნიშნულის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილებაა შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება.

“ვინაიდან გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებში შეიძლება ვიგულისხმოთ ვიდეო თვალთავალის განხორციელება სკოლის მიერ. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გარემოებები, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია,” – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა

მსგავსი თემები